იტალიის სერია A-ს 22-ე ტურმა ტრადიციულად ორი შეხვედრით აიღო სტარტი. თავდაპირველად “ვერონა” “ტორინოს” დაუხვდა, ხოლო შემდგომ ტურის ცენტრალურ მატჩში “იუვენტუსმა” “მილანს” უმასპინძლა.
“იუვენტუსისა” და “მილანის” შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და მასპინძლებმა წინ გასვლა უკვე მე-14 წუთზე მოახერხეს. ალვარო მორატას გადაცემის შემდეგ მეკარე დიეგო ლოპესთან პირისპირ კარლოს ტევესი დარჩა, რომელმაც შანსი გამოიყენა და ჩემპიონატში მე-14 გოლი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდში შეხვედრის არბიტრს თამაშგარის დაფიქისრებაც მართებდა. “მილანმა” მალე გაათანაბრა. 28-ე წუთზე ალესიო ჩერჩის კუთხურის შემდეგ ლუკა ანტონელიმ მეორე სართულზე ბრძოლა არტურო ვიდალს მოუგო და “როსონერის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა. გამოსარჩევია, რომ “მილანის” სკოლის აღზრდილ ანტონელის ამ შეხვედრაში შავ-წითელი მაისურით დებიუტი ჰქონდა. “მილანის სიხარული ნაადრევი გამოდგა. ტურინელბმა დაწინაურება ზუსტად სამ წუთში შეძლეს. ლეონარდო ბონუჩიმ კარლოს ტევესის კარგი გადაცემა გამოიყენა და პირველი ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმში ტურინელებმა ანგარიშის გაზრდა 65-ე წუთზე მოახერხეს. კლაუდიო მარკიზიოს შორეული დარტყმა კარის ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე ყველას ესპანელმა ალვარო მორატამ დაასწრო და აუღელვებლად დალაშქრა თანამემამულე დიეგო ლოპესის კარი. ამის შემდეგ “იუვემ” შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს 53 ქულა გაუხდა და მდევარ “რომას” უკვე 10 ქულით გაუსწრო. “მილანს” კი ისევ 29 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის შუაშია გაჩხერილი.
22-ე ტურის სასტარტო შეხვედრა კი ვერონაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “ტორინოს” უმასპინძლა და 1:3 წააგო. ტურინელები შესანიშნავ ფორმაში არიან და ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგეს. ანგარიში სტუმრებმა პირველ ტაიმში გახსნეს თავი კი მარტინესმა გამოიჩინა. “ტორომ” უპირატესობა მეორე ნახევარში გაზარდა. ფაბიო კვალიარელამ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. მასპინძლებმა გაიბრძოლეს და 83-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს. გოლი კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ვეტერანმა ლუკა ტონიმ გაიტანა. მასპინძელთა ჩასახულ იმედებს ქულის გადარჩენის შესახებ ცივი წყალი მაროკოელმა ელ კადურიმ თამაშის ბოლო წუთზე გადაავლო. ჯამპიერო ვენტურას გუნდმა ამ გამარჯვებით 31 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “ვერონა” 24 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.
“ვერონა” – “ტორინო” 1:3 (0:1)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 20.000
“ვერონა” (3-5-2): ბენუსი; მარკესი, მორასი, მარკეში; პიზანო (გომესი 72), გრეკო, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი (ლაზაროსი 71). აგოსტინი; სავიოლა (ფერნანდინიო 80), ტონი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ფარნერუდი (ელ კადური 59), ვივესი, ბენასი (გონსალესი 81), მოლინარო; მარტინესი, კვალიარელა (ამაური 72)
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 0:1 მარტინესი (32), 0:2 კვალიარელა (50, პენ), 1:2 ტონი (83), 1:3 ელ კადური (90)
გაფრთხილება: მარკეში (50) – გლიკი (24), ბოვო (38), პადელი (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 13 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 8:4 გაფრთხილება: 1:3
მსაჯი: მაიკლ ფაბრი
“იუვენტუსი” – “მილანი” 3:1 (2:1)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38.000
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; პადოინი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; მარკიზიო (ოგბონა 84), პირლო, პოგბა; ვიდალი; ტევესი (ლორენტე 90), მორატა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; ძაკარდო (რამი 78), ალექსი, პალეტა, ანტონელი; მუნტარი, ესიენი, პოლი (ბონავენტურა 62); ჩერჩი, მენეზი (პაცინი 37), ჰონდა
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
გოლები: 1:0 ტევესი (14), 1:1 ანტონელი (28), 2:1 ბონუჩი (31), 3:1 მორატა (65)
გაფრთხილება: პადოინი (59), ტევესი (90) - ესიენი (34)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (10) – 10 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:6 გაფრთხილება: 2:1
მსაჯი: ანტონიო დამატო
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 11, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 11.