ფეხბურთი

22:51 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილმა "ოფისთვის" გაიტანა

საბერძნეთის სუპერლიგაში თავი გამოიჩინა გიორგი მერებაშვილმა. ქართველმა ფეხბურთელმა “ერგოტელისს” 68-ე წუთზე გაუტანა, თუმცა “ოფი” მარცხისგან ვერ იხსნა. მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ სრულად ითამაშეს, მათი გუნდი კი გასვლით მატჩში 2:3 დამარცხდა “ერგოტელისთან.” 38-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი გიორგი მერებაშვილს უჩვენა. ქართველმა შემტევმა სუპერლიგაში მესამე გოლი გაიტანა. მან “ოლიმპიაკოსისა” და “ასტერასის” დამწუხრებაც მოახერხა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში კახი ცხადაძის ბაქოს “ინტერმა” სტუმრად ლენქორანის “ხაზარი” 2:1 დაამარცხა. მატჩში გოლები მხოლოდ “ინტერის” მოთამაშეებმა გაიტანეს. ცხადაძის ფეხბურთელები მე-18 წუთზე მირზაბაიოვის გოლით დაწინაურდნენ, 59-ე წუთზე სპიჩიჩმა ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო 83-ე წუთზე ბაირამოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

ქართველთაგან მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე მხოლოდ ლაშა სალუქვაძე იმყოფებოდა, სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ბაჩანა ცხადაძე კი მე-60 წუთზე ბრაზილიელმა ნილდომ შეცვალა. “ინტერის” განაცხადში მოხვდა ვეტერან ქართველი მეკარე გიორგი ლომაია, თუმცა მოედანზე გასვლის საშუალება არ მიეცა.

“ინტერის” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა თბილისის “დინამოს” ყოფილმა ნახევარმცველმა მიკელ ალვარომ. ესპანელმა მინდორი მატჩის მიწურულს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130079