საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდი “ზესტაფონი” მეორე წრისთვის მზადებას განაგრძობს და დღეს 7 თებერვალს პირველილიგელი “სტუ-ნორჩი დინამო” 4:3 დაამარცხა.
მარგველთა მხრიდან გოლები დავით რაჟამაშვილმა, გურამ სამუშიამ, გიორგი ილურიძემ (დუბლი) გაიტანეს, ხოლო სტუდენტების მხრიდან თავი დათა მიქაძემ (დუბლი) და ლევან მაჭავარიანმა გამოიჩინეს.
მატჩი, რომელიც ზესტაფონელთა თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, იმერული გუნდის მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ საქმეში შემდეგი ფეხბურთელები გამოსცადა:
ძირითადი შემადგენლობა: კუპატაძე, მთივლიშვილი, რობაქიძე, ხიზანეიშვილი, ვ. ხორგუაშვილი, ნემსაძე, გაჩეჩილაძე, რაჟამაშვილი, პ. ხორგუაშვილი, სამუშია, ჯერემია.
შეცვლაზე შევიდნენ: ზუროშვილი, ბენაშვილი, ქურდაძე, ლომაია, მჭედლიშვილი, მარაქველიძე, გაგოშიძე, შენგელია, მესხი, ხაბელაშვილი, ილურიძე.
“ზესტაფონი” შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 11 თებერვალს რუსთავის “მეტალურგის” წინააღმდეგ გამართავს.