ფეხბურთი

14:59 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაგნერ ლავი ბრაზილიაში დაბრუნდა

მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი თავდამსხმელი ვაგნერ ლავი კარიერას “კორინთიასში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაცია ბრაზილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკულ კლუბს კონტრაქტის დეტალები არ გაუხმაურებია, თუმცა ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ვაგნერმა “კორინთიასთან” 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლავი 2013 წლის ზაფხულიდან ჩინურ “შანგდონში” ირჯებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ აზიელებთან კონტრაქტი გაწყვიტა. ივარაუდებოდა, რომ ბრაზილიელი კვლავ მოსკოვურ კლუბს დაუბრუნდებოდა.

0.132887