ფეხბურთი

13:25 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური კლასიკა განელებული ინტერესით

იტალიის სერია A-ს 22-ე ტური სამ დღეზეა გაწერილი და იგი ორშაბათს, “ლაციოსა” და “ჯენოას” საინტერესო მატჩით დასრულდება. მანამდე კი დღეს, ტურის ცენტრალური შეხვედრაა დაგეგმილი. ტურინში, “იუვენტუსი” “მილანს” მასპინძლობს. მართალია, ამ გუნდთა ჯახს ადრინდელი ხიბლი აშკარად მოაკლდა, მაგრამ გულშემატკივართა შორის დიდ ინტერესს ისევ ინარჩუნებს.

“ვერონა” – “ტორინო”

თარიღი: 7 თებერვალი, 21:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

22-ე ტური ვერონაში გაიხსნება. ადგილობრივი გუნდის მეტოქე “ტორინო” იქნება. გუნდებს წელს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ – არგავარდნა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ამოცანას ორივე გუნდი ჯერჯერობით თავს კარგად ართმევს. განსაკუთრებით ეს ჯამპიერო ვენტურას საწმყოსზე ითქმის. ტურინელებმა ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება მოახერხეს და სატურნირო ცხრილში ნელ-ნელა მაღლა იწევენ. თავის მხრივ, “ვერონამ” ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის აღება შეძლო და წარმატებული სერიის გაგრძელებას დღესაც შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; მარტიჩი, მარკესი, მორასი, ბრივიო; ლაზაროსი, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; ლოპესი, ტონი, სავიოლა

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; დარმიანი, ბენასი, ვივესი, ფარნერუდი, მოლინარო; მარტინესი, კვალიარელა

მსაჯი: ფაბრი

“იუვენტუსი” – “მილანი”

თარიღი: 7 თბერვალი, 23:45

ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

ტურის გამორჩეული დაპირისპირება რაღა თქმა უნდა “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის შედგება. იტალიური ფეხბურთის კლასიკა ყოველთვის უდიდეს ყურადღებას იპყრობს. გუნდები წლეულს განსხვავებულ ფორმაში არიან და უნდა აღინიშნოს ამ მატჩის უპირობო ფავორიტად “იუვე” მიიჩნევა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. ფილიპო ინძაგის “მილანის საქმე კი სავალალოა. “როსონერის” მხოლოდ მე-8 პოზიციაზე ვხედავთ, რაც რა თქმა უნდა “მილანელი” გულშემატკივრებისთვის მიუღებელი შედეგია. ამ გუნდთა პირველი წრის მატჩი “ბებერმა ქალბატონმა” კარლოს ტევესის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტევესი სავარაუდო შემადგენლობაში კი ფიგურირებს, თუმცა მისი თამაში გაციების გამო ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; პადოინი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; მარკიზიო, პირლო, პოგბა; ვიდალი; ტევესი, მორატა

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; რამი, ალექსი, პალეტა, ანტონელი; პოლი, ესიენი, მუნტარი; ჩერჩი, მენეზი, ბონავენტურა

მსაჯი: დამატო

“ფიორენტინა” – “ატალანტა”

თარიღი: 8 თებერვალი, 15:30

ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

კვირა დღე “ფიორენტინასა” და ბერგამოს “ატალანტას მატჩით გაიხსნება. ფლორენცილებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე ხელი არ აუღიათ და ამ თამაშში აუცილებელ სამ ქულას გეგმავენ. ვინჩენცო მონტელას გუნდი მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. შუა კვირაში “ვიოლამ” იტალიის თასზე “რომა” უშანსოდ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ბოლო დროს, როგორც იქნა გოლების გატანა გერმანელმა მარიო გომესმაც დაიწყო. რაც შეეხება სტეფანო კოლანტუონოს ლომბარდიულ გუნდს, გასავარდნ ზონას 5 ქულით არიან დაშორებულნი და ცოტა ხანი ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, სავიჩი, ბასანტა; ხოაკინი, მატ ფერნანდესი, პიზარო, ბორხა ვალერო, პასკუალი; დიამანტი, გომესი

“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ძაპაკოსტა, სტენდარდო, ბიავა, დელ გროსო, ემანუელსონი, ჩიგარინი, კარმონა, მორალესი; პინილია, დენისი

მსაჯი: ტომაზი

“კალიარი” – “რომა”

თარიღი: 8 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”

ჩემპიონობის მაძიებელი დედაქალაქური “რომა” სარდინიაზე “კალიარის” ესტუმრება. რუდი გარსიას გუნდი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია. გუნდმა სერია A-ში ზედიზედ 4 მატჩი ფრედ დაასრულა, რასაც კოპა იტალიიდან გამოვარდნაც დაემატა. ფრანგ სპეციალისტს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ და უკვე მის შესაძლო გათავისუფლებაზეც დაირხა ხმები. თუ რომაელებს ჩემპიონობა ისევ უნდათ აუტსაიდერი “კალიარი” უცილობლივ უნდა დაამარცხონ. ჯანფრანკო ძოლას გუნდს კი თავისი ამოცანები და მიზნები ამოძრავებს. კუნძულელები საშიშ ზონასთან ზედ სათოფეზე არიან და ქულებს ჰაერივით საჭიროებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; გონსალესი, როსეტინი, კაპუანო, აველარი; დონსა, კრესეტიჯი, დესენა; ჟოაო პედრო, ეკდალი; ლონგო

“რომა” (4-3-1-2): დე სანკტისი; ტოროსიდისი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; პარედესი, კეიტა, ნაინოლანი; პიანიჩი; ტოტი, ლიაიჩი

მსაჯი: ტალიავენტო

“ემპოლი” – “ჩეზენა”

თარიღი: 8 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი”

აუტსაიდერთა დუელია ემპოლიში. “კასტელანიზე” ადგილობრივ გუნდს “ჩეზენა” ეწვევა. გუნდები განსხვავებულ სათამაშო ფორმაში იმყოფებიან. მაურიციო სარის გუნდს ბოლო დროს გამარჯვება ენატრება, დომენიკო დი კარლოს დამოძღვრილმა გუნდმა კი პირიქით, ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, ასეთი რამ კი მიმდინარე სეზონში პირველად მოახერხა. და მაინც, “ჩეზენას” მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. “ემპოლელთა” ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მატჩს სავარაუდოდ სათადარიგო სკამიდან დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, სინიორელი; ვერდი; მაკარონე, პუჩიარელი

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი; ჯორჯი, დე ფეუდისი, პულძეტი; ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი

მსაჯი: ორსატო

“ნაპოლი” – “უდინეზე”

თარიღი: 8 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”

ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი “ნაპოლი” “უდინეზეს” მასპინძლობს. რაფა ბენიტესის გუნდმა მეორეადგილოსან “რომასთან” ქულათა ჩამორჩენა ოთხამდე შეამცირა. ამასთან, გუნდმა იტალიის თასზე “ინტერის” ძლევის შემდგომ ნახევარფინალში გაღწევაც შეძლო. მოკლედ ნეაპოლიტანური გუნდი მშვენიერ ფორმაშია და წესით უმოტივაციო “უდინეზეს” ძლევა არ უნდა გაუჭირდეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი, წარმოშობით ნეაპოლელი ტოტო დი ნატალე დააკლდებათ, რაც მათ შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი; გულამი; გარგანო, ინლერი; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილი, პირისი; ვიდმერი, ალანი, ჰალბერგი, გილერმე, პასკუალე; ბრუნო ფერნანდესი, ტერო

მსაჯი: მაცოლენი

“პარმა” – “კიევო”

თარიღი: 8 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”

პარმაში ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. თუმცა თუ ვერონას “კიევოს” მდგომარეობა ოდნავ სტაბილურია, იგივეს ვერ ვიტყვით “პარმაზე”. გუნდი ღრმა ფინანსურ კრიზისშია და გაკოტრების პირას იმყოფება. არადა, ერთ დროს ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი გუნდის ასეთ დღეში ხილვა ფეხბურთის გულშემატკივრებს ნამდვილად არ უნდა სიამოვნებდეთ. ბოლო ინფორმაციით გუნდი პრეზიდენტმა ტაჩიმ დატოვა. ემილიელთა სახელფასო დავალიანება 20 მილიონ ევროს აღწევს. გარდა პრეზიდენტისა, “ჯალობლუდან” ფეხბურთელებიც გარბიან. მოკლედ “პარმაში” სრული ქაოსია და არავინ იცის, გუნდს რა მომავალი ექნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი, ლუკარელი, კოსტა, გობი; მაური, ლოდი, ნოჩერინო; ვარელა, პალადინო, როდრიგესი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; პელისიერი, პალოსკი

მსაჯი: როკი

“სამპდორია” – “სასუოლო”

თარიღი: 8 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: გენუა, “მარასი”

წლევანდელი სეზონის ორი ყველაზე საინტერესო გუნდი შეხვდება ერთმანეთს გენუაში. “სამპდორია” ჩემპიონთა ლიგის საგზუზე იწევს. სინიშა მიხაილოიჩი გუნდი მართლაც, რომგასაოცრად კარგად თამაშობს. თუმცა, “სამპამ” ბოლო ტურში მწარე ალიყური მიიღო “ტორინოსგან”, განადგურდა რა ანგარიშით – 1:5. სერბმა სპეციალისტმა ამ შედეგის გამო თავისი შეგირდები გაორმაგებულ ვარჯიშებზე გადაიყვანა, რასაც კამერუნელი სამუელ ეტოოს ვარჯიშის დატოვება და მწვრთნელთან კონფლიქტი მოჰყვა. ეს ამბავი გასულ კვირის შუაში იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაც გახლდათ. თავის მხრივ, სიმშვიდეა ეუსებიო დი ფრანჩესკოს ბანაკში. “სასუოლომ” ბოლო ტურში “ინტერი” ლამაზ სტილში დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ გენუაში “ნეროვერდი” ლიდერების გარეშე ჩადის. გუნდს დისკვალიფიკაციის გამო შემტევი ტრიო, ბერარდი-ძაძა-სანსონე დააკლდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, მუნიოსი, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, პალომბო, დანკანი; სორიანო; ედერი, ოკაკა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, ლონგი; ბიონდინი, მანიანელი, ტაიდერი; ფლორო ფლორესი, ფლოკარი, მისიროლი

მსაჯი: ირატი

“ინტერი” – “პალერმო”

თარიღი: 8 თებერვალი, 23:45 წუთი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

კვირას გასამართი მატჩები “ინტერისა” და სიცილიური “პალერმოს” შეხვედრით დასრულდება. მილანური გრანდი კატასტროფულად ცუდად ასპარეზობს. გუნდი მე-13 ადგილამდე დაეშვა და თუ ასე გააგრძელებს გასავარდნი ზონაც უფრო ახლოს გამოჩნდება. “ნერაძური” შუა კვირას თასიდანაც გავარდა. ერთი სიტყვით, რობერტო მანჩინის საფიქრალი არ აკლია. სამაგიეროდ მშვენიერ სეზონს ატარებს “პალერმო”. ჯუზეპე იაკინის გუნდი ევროსაგზურის ზონას უკაკუნებს. სიცილილებს განსაკუთრებულად კარგი შეტევის ხაზი ჰყავთ ვასკესისა და დიბალას მეთაურობით, ასევე გამოსაყოფია ანდრეა ბელოტი, რომელმაც წლეულს მნიშვნელოვანი გოლების გატანა შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, დოდო; ბროჟოვიჩი, მედელი, კოვაჩიჩი; შაქირი; პოდოლსკი, იკარდი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ტერცი, გონსალესი, დაპრელა; მორგანელა, რიგონი, იაიალო, ბარეტო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა

მსაჯი: გუიდა

“ლაციო” – “ჯენოა”

თარიღი: 9 თებერვალი, 23:45 წუთი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

22-ე ტური რომში გასამართი შეხვედრით დასრულდება, სადაც ერთმანეთს “ლაციო” და “ჯენოა” დაუპირისპირდებიან. რომაული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, თუმცა მესამე ადგილთან უკვე 5 ქულა აშორებს, რაც შანსებს ერთობ ამცირებს. სტეფანო პიოლის გუნდმა ბოლო ტურში აუტსაიდერ “ჩეზენასთან” მოულოდნელი მარცხი იწვნია და საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბლიტაცია სურს. გამოსარჩევია, რომ გუნდს ერთთვიანი იძულებით უქმობის შემდგომ ბრაზილიელი ლიდერი ფელიპე ანდერსონი უბრუნდება, რომელიც მატჩს თადარიგიდან დაიწყებს. რაც შეეხება “ჯენოას”, გენუელებს გამარჯვება ენატრებათ. მიუხეადავდ ამისა ევროზონა ჯერჯერობით ისევ ახლოსაა და თუ გასპერინის გუნდი მიჯრით ორ შეხვედრას მაინც მოიგებს ევროტურნირების ოცნება ისევ გაღვივდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, დე ვრეი, რადუ; კატალდი, ბილია, პაროლო; კანდრევა, კლოზე, მაური

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, დე მაიო, იცო; ედენილსონი, რინკონი, ბერტოლაჩი, კუჩკა; იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი

მსაჯი: ჯერვაზონი

თეგებისერია A
0.186168