აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა “ატლანტა ჰოუქსმა” 39 წლის მსროლელის რეი ალენის დამატების სურვილი გამოთქვა.
ვეტერანი ამჟამად არც ერთ გუნდში არ ირიცხება, ალენი თავისუფალი აგენტია. რეის გადაბირება “კლივლენდსაც” სურს.
“ოლ სტარის” შესვენების დროს ალენი საბოლოოდ გადაწყვეტს, დაასრულებს თუ რომელ გუნდში განაგრძობს კარიერას.
რეი ალენს ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი 2973 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.