ფეხბურთი

18:00 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპავა საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

კვიპროსულმა “ნეა სალამინამ” საქველმოქმედო ფონდ Life-თან (“ცხოვრება”) თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. პრეზენტაციაში ხსენებული საფეხბურთო კლუბის ქართველი ლეგიონერი გიორგი პაპავაც მონაწილეობდა.

ინტერნეტპორტალ kerkida.net-ის ინფორმაციით, “ნეა სალამინა” პირველი კლუბია, რომელმაც ამ ფონდთან ხელშეკრულება დადო. Life-ის ლოგო გუნდის მაისურებზე უფასოდ განთავსდება.

0.240436