იტალიური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ფერნანდო ლიორენტემ ზაფხულის პერიოდში შესაძლოა ტურინის “იუვენტუსი” დატოვოს.
“ბიანკონერი” მომავალ სატრანსფერო ფანჯრის დროს “სასუოლოს” თავდამსხმელის სიმონე ძაძას შეძენას შეეცდება და იტალიელის გადაბირების შემთხვევაში, ესპანელს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ლიორენტემ ყველა ტურნირზე ჯამში 25 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი მოედანზე საშუალოდ 70 წუთით ირჯება და უმეტეს მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში იმყოფება.