ფეხბურთი

17:01 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” რამოსს სამი კვირით მოისაკლისებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი, მუხლქვედა მყესის ტრავმის გამო, “სამეფო კლუბს” სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია “ბლანკოსის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ესპანური AS-ის ცნობით კი, 28 წლის ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი, აღნიშნული დაზიანების გათვალისწინებით, 6 კვირა გაგრძელდება.

რამოსმა დაზიანება “სევილიას” წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის გადადებულ შეხვედრაში მიიღო და მე-9 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ნაჩო შევიდა. აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმა ხამეს როდრიგესმაც მიიღო.

მიმდინარე სეზონში სერხიომ “რეალის” მაისურით ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე 6-ჯერ დაამწუხრა.

0.120632