“ზუგდიდმა” ანთალიაში შეკრებაზე მეორე ამხანაგური თამაში რუმინეთის ლიგა 2-ის (პირველი ლიგა) “აკადემიკასთან” ჩაატარა და 1:2 წააგო.
ზუგდიდელთა პრესამსახურის ინფორმაციით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, ლომია, გუგუჩია, ქობალია
შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, პაჭკორია, ეხვაია, რიგვავა, კუკავა.
“აკადემიკამ” ანგარიში 27-ე წუთზე პენალტიდან გახსნა. 56-ე წუთზე ირაკლი ქობალიამ ავთო ენდელაძის პასი გამოიყენა და საპასუხო გოლი გაიტანა. რუმინელებმა გადამწყვეტი ბურთი 87-ე წუთზე შეაგდეს.