კალათბურთი

13:58 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი 3 გამარჯვების შემდეგ

აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსი” “ლოიოლ მერიმონტს” გაეჯიბრა და 61:70 წააგო.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 20 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. დუდამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა სანაძის თანაგუნელმა ჯონი დიმ, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა.

სან დიეგოელებს 5 მოგებით და 7 მარცხით ვესთ ქოუსთის დივიზიონში მე-5 ადგილი უკავიათ, მომდევნო მატჩს კი 7 თებერვალს “პეპერდაინთან” ჩაატარებენ.

0.11717