ფეხბურთი

1:56 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

განას ფინალში გასვლა, კინაღამ ძვირად დაუჯდა (+VIDEO)

აფრიკის 2015 წლის ეროვნებათა თასის მეორე ფინალისტი განის ნაკრები გახდა, რომელმაც 1/2 ფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი ეკვატორული გვინეა გაანადგურა (3:0).

განელებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველი ნახევრის ბოლოს მოიპოვეს, 42-ე წუთზე ჯორდან აიუმ 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვაკასო მუბარაქმა სხვაობა გაზარდა. მეორე ტაიმში გვინეელები ბევრს ეცადნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და 75-ე წუთზე ანდრე აიუსგან მესამე ბურთი მიიღეს – 3:0.

შეხვედრის მიმდინარეობამ ძალიან გააღიზიანა მასპინძელთა გულშემატკივრები, რომელთაც შეხვედრის ბოლოს სტადიონზე სხვადასხვა საგნების სრულა დაიწყეს, ხოლო შემდეგ განელ გულშემატკივრებს დაერივნენ, რომლებიც თავის გადასარჩენად სტადიონზე გამოიქცნენ. 85-ე წუთზე თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და მთავარმა მსაჯმა მატჩი შეაჩერა. პოლიციამ შეძლებისდაგვარად ვითარება განმუხტა და სტადიონი მასპინძელთა გულშემატკივრებისგან დაცალა. მოედნის თავს გამოჩნდა ვერტმფრენი, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში განელების გასაყვანად მზად იყო. შეხვედრა დაახლოებით 15 წუთის შემდეგ განახლდა და მსაჯმა მალევე ჩასტვინა საფინალოდ. განის ნაკრებს ფინალში კოტ დ’ივუარი დაუპირისპირდება. შეხვედრა 8 თებერვალს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დაძაბულობა შეხვედრის დასრულების შემდგომაც არაა ბოლომდე განმუხტული, რადგანაც გვინეის გულშემატკივრები მოედანს მიღმა განის ქომაგთა გამოსვლას ელიან, რომლებიც პოლიციამ სტადიონის გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ჩაიყვანა და გვინეელთა დამშვიდებას იქ ელოდებიან.

0.204626