ფეხბურთი

23:41 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კიევის “დინამო” საომრად მზადაა

“თუკი საჭიროება იქნა, ჩვენი ფეხბურთელები ომში სრული შემადგენლობით წავლენ” – ეს განცხადება კიევის დინამოს პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გააკეთა.

უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და გამორიცხული არაა, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობაც გამოაცხადოს, ამდენად, აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

“თუკი რომელიმე ფეხბურთელს ჯარში გაწვევის შესახებ შეტყობინება მოუვა, აღნიშნულს სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ. თუ საჭირო გახდა, საომრად ყველა წავა, თუმცა კი, ვთვლი, რომ უმჯობესია, მოთამაშეებმა თავისი მისია შეასრულონ და უკრაინის მოქალაქეებს იმის იმედი ჩაუნერგონ, რომ მალე მშვიდობა დაისადგურებს”, - დასძინა სურკისმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115912