ფეხბურთი

13:27 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელების ევრო-2017-ის ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი ითამაშებს 

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძე წვრთნის, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-6 ჯგუფში ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთის და სან-მარინოს ახალგაზრდულებთან ითამაშებს.

ამის შესახებ 5 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართულ კენჭისყრაზე გაირკვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის 52 მონაწილე ნაკრები 9 ჯგუფში გადანაწილდა. შვიდ ჯგუფში 5-5 გუნდია, ხოლო დანარჩენ ორში – 6-6.

I ჯგუფი: ჩეხეთი, ბელგია, ჩერნოგორია, მოლდოვა, ლატვია, მალტა.

მე-2 ჯგუფი: იტალია, სერბეთი, სლოვენია, ირლანდია, ლიტვა, ანდორა.

მე-3 ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, უკრაინა, ისლანდია, მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია.

მე-4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, საბერძნეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ლიხტენშტეინი.

მე-5 ჯგუფი: დანია, რუმინეთი, სომხეთი, უელსი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი.

მე-6 ჯგუფი: ესპანეეთი, შვედეთი, ხორვატია, საქართველო, ესტონეთი, სან მარინო.

მე-7 ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, ავსტრია, ფინეთი, აზერბაიჯანი, ფარერები.

მე-8 ჯგუფი: ჰოლანდია, სლოვაკეთი, თურქეთი, ბელარუსი, კვიპროსი.

მე-9 ჯგუფი: ინგლისი, შვეიცარია, ნორვეგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყაზახეთი.

ჯგუფების გამარჯვებულები 2017 წლის ივნისში პოლონეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან. საუკეთესო შედეგის 4 მეორეადგილოსანი (გათვალისწინებულია ჯგუფის პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულ ნაკრებებთან შედეგები) დანარჩენი 2 საგზურის ბედს პლეი ოფში გაარკვევენ. მასპინძელი პოლონეთი დასკვნით ეტაპზე ავტომატურად ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე 8-ის ნაცვლად პირველად 12 ნაკრები იასპარეზებს.

2017 წლის შესარჩევში მონაწილეობის უფლება 1994 წლის 1 იანვარს და მის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს აქვთ.

ჯგუფურ ეტაპზე სათამაშო დღეებია:

2015 წელი:

23-31 მარტი, 8-16 ივნისი, 31 აგვისტო -8 სექტემბერი, 5-13 ოქტომბერი, 9-17 ნოემბერი.

2016 წელი:

21-29 მარტი, 29აგვისტო – 6 სექტემბერი, 3-11 ოქტომბერი.

პლეი ოფი:

2016 წლის 7-15 ნოემბერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131679