კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ხამეს როდრიგერსმა 4 თებერვალს "სევილიის" წინააღმდეგ პრიმერა დივიზიონის გადადებული მატჩის მე-16 ტურის შეხვედრაში მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გოლი თითქმის რობინ ვან პერსის სტილში გახსნა. მარსელომ გადაცემის შემდეგ სამხრეთამერიკელმა ნახტომში თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა.
მართალია, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ბლინდის გადაცემის შემდეგ ვან პერსიმ უფრო ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ კოლუმბიელის მიერ ნახტომში გატანილი გოლი ევროპულ მედიაში ჰოლანდიელის გოლს მიამსგავსეს.