ფეხბურთი

2:17 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა "კამბურს" გაუტანა

არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში გასვლაზე 2:0 სძლია "კამბურს" და მეცხრე ადგილზეა. ორივე ქართველი სასტარტოში იყო – გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილმა კი 75-ე წუთამდე. ანგარიში სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა: საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაურტყა მეკარეს. ეს 34-ე წუთზე მოხდა.
ეს ყაზაიშვილის მეოთხე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში, ხოლო ერთიც თასზე აქვს გატანილი – "აიაქსის" კარში.

0.110195