კალათბურთი

1:14 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 4 ქულა და 6 მოხსნა რუსეთში

ევროთასის მე-2 ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში გიორგი შერმადინის “კანტუ” მოსკოვის რეგიონის წარმომადგენელ “ხიმკის” ესტუმრა და 62:75 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:40 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

იტალიურ გუნდს 2 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და ჟ ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება.

სამარცხვინო მარცხი შეემთხვა რუსების მიერ ნაქები ევგენი პაშუტინის “უნიკსს”, რომელიც ფრანგულ “სტრასბურგს” მასპინძლობდა.

ყაზანელები 60:82 განადგურდნენ და G ჯგუფის ლიდერობა სწორედ სტრასბურგელებთან დათმეს. “უნიკსის” ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ტრავმირებულია და ცხადია, გუნდის განაცხადში არ ყოფილა.

0.107477