მადრიდის “რეალის” 16 წლის ახალწვეული მარტინ ედეგორი ჩემპიონთა ლიგის 25-კაციან განაცხადში მოხვდა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
UEFA-ს წესები იმ ფეხბურთელების განაცხადში შეყვანის აუცილებლობას არ ითვალისწინებს, რომლებსაც 21 წელი ჯერ არ შესრულებიათ და რომლებიც მე-15 დაბადების დღიდან, 2 წლის განმავლობაში, უწყვეტად, კლუბში ირიცხებოდნენ. ვინაიდან ედეგორი “რეალში” ახლახანს გადავიდა, ის ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობისთვის მისი განაცხადში შეყვანა გახდა საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ ედეგორი “შალკესთან” გასამართ 1/8-ფინალური მატჩებიდან რომელიმეში ითამაშებს, ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება.