ფეხბურთი

19:58 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რედნაპი: “ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია”

67 წლის ინგლისელი სპეციალისტი ჰარი რედნაპი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ის ფეხბურთიდან წასვლას არ გეგმავს.

რედპანმა “ქუის პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ცოტა ხნის წინათ დატოვა. ამის მიზეზი ისაა, რომ მას მუხლზე ოპერაცია ჭირდება.

“ამ ეტაპზე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ძლიერი ტკივილები მაქვს, რის გამოც ნორმალურად სიარული მიჭირს. ასეთ მდგომარეობაში მუშაობა არ შემიძლია.

თუმცა, არა მგონია, ფეხბურთიდან წავიდე. ოპერაციის შემდეგ ახალი სამუშაოს ძებნას შევუდგები. ამაში დარწმუნებული ვარ. ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.” – ციტირებს რედნაპის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.113581