“ბარსელონას” ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დანი ალვესის აგენტის თქმით, მისი კლიენტი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად მზადაა.
ალვესსა და “ბარსელონას” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელისთვის ახალი ხელშეკრულება არ შეუთავაზებია და როგორც ჩანს, 31 წლის მარჯვენაფლანგელი, სეზონის ბოლოს, “ბარსას” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
“კლუბის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ გვქონია. როგორც ვხვდებით, “ბარსელონას” ალვესთან თანამშრომლობის გაგრძელება არ სურს და ახალი გუნდის ძებნას ვიწყებთ.” – აცხადებს ალვესის აგენტი Cadena Ser-თან ინტერვიუს დროს.