ბრაზიულიური “სან პაულუს” ფორვარდი ალეშანდრე პატო შესაძლოა “ინტერნასიონალში” დაბრუნდეს. ამის შესახებ ESPN BRAZIL-ი იუწყება. სამხრეთამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “კორინთიანსის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის მიმართ მშობლიურ გუნდს სერიოზული ინტერესი გააჩნია. თუმცა “ინტერის” სპორტულმა დირექტორმა კარლოს პელეგრინიმ აღნიშნული ცნობა არ დაადასტურა.
“ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. ჩვენ ფეხბურთელის თაობაზე არავისთვის მიგვიმართავს”, - განაცხადა პელეგრინიმ.
25 წლის ფორვარდმა თამაში სწორედ “ინტერნასიონალში” დაიწყო, სადაც 2006-2007 წლების სეზონში ასპარეზობდა.