ფეხბურთი

12:31 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზამთარში ყველაზე ძვირადღირებული კუადრადოა

2015 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ლონდონის “ჩელსიმ” განახორციელა. გერმანული გამოცემა transfermarkt.de-ს მონაცემებით, “არისტოკრატებმა” ფლორენციის “ფიორენტინას” კოლუმბიელი ნახევარმცველის ხუან კუადრადოს სანაცვლოდ 33,4 მილიონი ევრო გადაუხადეს. კუადრადოს ტრანსფერს 1,1 მილიონით ჩამორჩა “სუონსისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ვილფრიდ ბონის შესახებ მიღწეული გარიგება. სამეულში მოხვდა ანდრე შურლე, რომელმაც 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ჩელსიდან” “ვოლფსბურგს” მიაშურა.

აქვე 2015 წლის ზამთრის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ათეული transfermarkt.de-ს მონაცემებით:

  1. ხუან კუადრადო (“ფიორენტინადან” – “ჩელსიში”) – ტრანსფერის ღირებულება 33,4 მილიონი ევრო
  2. ვილფრიდ ბონი (“სუონსი” – “მანჩესტერ სიტი”) – 32,3
  3. ანდრე შურლე (“ჩელსი” – “ვოლფსბურგი”) – 32
  4. ენცო პერესი (“ბენფიკა”- “ვალენსია”) – 25
  5. ბერნარდუ სილვა (“ბენფიკა” – “მონაკო”) – 15,75
  6. რიკარდო გულარტი (“კრუზეირო” – “გუანჯოუ”) – 15
  7. გაბრიელ პაულისტა (“ვილიარეალი” – “არსენალი”)- 15
  8. სეიდუ დუმბია (ცსკა – “რომა”) – 14,4
  9. ლუკას სილვა (“კრუზეირო” – “რეალი”) – 13
  10. რაიან ბერტრანდი (“ჩელსი” – “საუთჰემპტონი”) – 12,78

0.115085