ფეხბურთი

22:44 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაოს” იტურასპე გამოაკლდა

ბასკური “ბილბაოს” ნახევარმცველი ანდერ იტურასპე ტრავმირებულია და ის “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს.

25 წლის შუახაზელმა მუხლის დაზიანება პრიმერას გასულ ტურში, “ლევანტესთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება იტურასპეს მკურნალობას. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის გუნდს მომდევნო შეხვედრაში, “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

ანდერ იტურასპემ, მიმდინარე სეზონში, მონაწილეობა 26 თამაშში მიიღო და 2 გოლი გაიტანა.

0.115399