“საუთჰემპტონმა” ლონდონის “ჩელსისგან” მარცხენა მცველის, რაიან ბერტრანდის კონტრაქტი გამოისყიდა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 25 წლის მოთამაშესთან კონტრაქტი 4,5-წლით გაფორმდა.
სეზონის პირველი ნაწილი ბერტრანდმა “საუთჰემპტონში” განათხოვრების წესით გაატარა და ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 2 საგოლე გადაცემა, 2 ყვითელი ბარათი და ერთი გაძევება.
რაიანი “ჩელსის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, მაგრამ 2006 წლიდან 2014 წლამდე ამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 28 თამაში ჩაატარა. ის უმეტესად განათხოვრებული იყო და “ბორნმუთში”, “ოლდჰემ ატლეტიკში”, “ნორვიჩში”, “რედინგში”, “ნოტინგემ ფორესტსა” და “ასტონ ვილაში” თამაშობდა.