საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯები - ლევან ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი, ფრანგმა ჟურნალისტებმა პირველი ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
“მონპელიემ” “ბორდოს” წინააღმდეგ მე-20 წუთიდან კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ მოწინააღმდეგე მაინც გატეხა და 34:24 დაამარცხა, რითაც საჩემპიონო პლეი ოფში შესვლის შანსები ერთი-ორად გაეზარდა. 24 წლის მარცხენა ბურჯი ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. სიმბოლურ ნაკრებში შეყვანისას ის ასე დაახასიათეს:
“მონპელიე” მარცხენა ბურჯმა, მიმინარე სეზონში, შერკინებებში ჯერაც ვერ იპოვა ღირსეული მოწინააღმდეგე. შაბათს მისი მოწინააღმდეგე ძალიან დაიტანჯა”.
ლევან ჩილაჩავას “ტულონმა” “ბაიონი” 24:17 დაამარცხა და პირველიდან 71-ე წუთამდე მოთამაშე მარჯვენა ბურჯმა, 23 წლის ჩილაჩავამ, 51-ე წუთზე ლელო გაიტანა:
“როდერასც “ტულონი” საკუთარი ლიდერის, კარლ ჰეიმანის დასვენების გადაწყვეტილებას იღებს, ჩილაჩავა ბრძოლაში ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ერთვება. ის იყო ძალიან კარგი, აქტიური და მრავალმხრივი ღია თამაშში. ქართველმა ბურჯმა “ბაიონს” გამარჯვების ლელო გაუტანა”.