თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ლუგანსკის “ზორიამ” მორიგი საკონტროლო თამაში ყაზახეთის ყარაგანდის “შახტიორთან” ჩაატარა და ჯაბა ლიპარტიას გოლით 1:0 გაიმარჯვა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-5 წუთზე პენალტი გაიტანა. ის 62-ე წუთზე შეცვალეს.
ნირედხაზას “სპარტაკუსი”, სადაც ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და ფორვარდი დავით დარციმელია ჩაირიცხნენ, უნგრეთში ამხანაგურ მატჩში “დებრეცენთან” 1:7 დამარცხდა.
არზიანი სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დარციმელია თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო.
ზაბჟეს “გურნიკმა”, რომელშიც გიორგი ალავერდაშვილი ისინჯება, ბულგარეთის სტარა ზაგორას “ბეროესთან” გამართა ამხანაგური მატჩი და 2:3 წააგო. ქართველმა ფორვარდმა მეორე ტაიმი ჩაატარა.