კრეტას ოფი-ს საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში მატჩების ჩატარება მანამდე აუკრძალეს, ვიდრე ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას არ დაფარავს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კლუბს ესპანელი ნახევარმცველების ხორხე ლოპესისა და ხორდი ლოპეს პელპეტოს ვალი აქვს. ამის გამო, განვლილ ტურში ოფი-ს სტუმრად “ატრომიტოსთან” შეხვედრა არ ჩაატარებინეს და პლუს 4 ქულა დააკლეს. იანვარში კრეტელები ზედიზედ მეორედ დაისაჯნენ. 16 იანვარს გუნდის ყოფილი ფეხბურთელის ალექსანდრ პეშიჩის მიმართ არსებული ვალის გამო, ოფი-ს 6 ქულა დააკლეს.
იტალიელმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომაც კლუბი სავალალო ფინანსური მდგომარეობის მიზეზით დატოვა.
თუ ოფი-ს კიდევ ორი თამაშის ჩატარების უფლებას არ მისცემენ, მაშინ მას ქვედა დივიზიონში განამწესებენ.
ამჟამად, ოფი-ს 10 ქულა დარჩა და 18 გუნდში მე-17 ადგილზეა.