“პარმას” აწ უკვე ყოფილი მცველი გაბრიელ პალეტა კარიერას “მილანში” განაგრძობს – იუწყება “როსონერის” ოფიციალური ვებგვერდი.
გარიგების ზუსტი დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “მილანს” 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 750000 ფუნტი დაუჯდა.
პალეტამ მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.