ვიდეო

14:33 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დემბა ბას სახალისო გოლი (VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურის მატჩში სტამბულის "ბეშიქთაშმა" შინ "მერსინი" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში 30 წუთზე გახსნეს, ხოლო 61-ზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, სამ წუთში კი დემბა ბას დროც დადგა. ლონდონის "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელის დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა გამოვარდნილი ბურთი წაქცეულ კამერუნელს მოხვდა და კარში მაინც შევარდა. აი ამ გოლით მოიგო "ბეშიქთაშმა" და 18-გუნდიან ჩემპიონატში 41 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

დემბა ბა შესანიშნავ ფორმაშია, კამერუნის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11349