ფეხბურთი

13:49 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპავას დებიუტი კვიპროსზე, ტაბიძემ “ფორტუნაში” ითამაშა

კვიპროსის საფეხბურთო პირველ დივიზიონში გიორგი პაპავას დებიუტი შედგა.

მე-18 ტურში, “ნეა სალამინამ” აპოელ-ი მიიღო და 0:1 დამარცხდა. 21 წლის ქართველმა საყრდენმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი შოთა გრიგალაშვილი 19-კაციან განაცხადში არ იყო.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-19 ტურში, ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, შინ “ხაზარ ლენქორანს” 2:0 აჯობა. “სიმურგი” 24 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა.

“საბურთალოსა” და საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ მეორე ბუნდესლიგის დიუსელდროფის “ფორტუნაში” ითამაშა. ამხანაგურ მატჩში დიუსელდორფელებმა “ბრაუნშვაიგთან” 6:1 გაიმარჯვეს და ახალგაზრდა ქართველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-19 ტურში, “ჟილ ვისენტემ” სახლში სეტუბალის “ვიტორიას” ვერ აჯობა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე, რომელსაც მუხლის მყესის ტრავმა აქვს, მასპინძელთა სამატჩო განაცხადში კვლავ არ იყო. “ჟილ ვისენტე” 11 ქულით 18 გუნდში ბოლოა.

სეგუნდა ლიგის 25-ე ტურში “ფეირენსემ” სტუმრად “ოლიანენსესთან” 0:0 ითამაშა. მეკარე გიორგი მაკარიძე, რომელმაც ფეირენსელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ისევ სათადარიგოთა შორის იჯდა. “ფეირენსე” 37 ქულით 24 გუნდში მეათეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105208