კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე “ვილიარეალთან” მოგებული (3:2) მატჩით კმაყოფილი ჩანდა.
44 წლის სპეციალისტის თქმით, მისმა გუნდმა შეხვედრის ორჯერ შემობრუნებით აჩვენა, რომ სასურველ ფორმაშია.
“შეხვედრის ორჯერ შემობრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვიჩვენებს, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. დღეს ჩვენ შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში.
მატჩით კმაყოფილი ვარ. “ბარსელონამ” მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ჩვენ თამაშში გამოჩნდა გარკვეული ასპექტები, რომელიც დასახვეწია.
შემტევებმა მაღალ დონეზე ითამაშეს, თუმცა მინდა რაფინიას კარგი ასპარეზობა გამოვყო. მან ძალიან სრულყოფილი შეხვედრა ჩაატარა და მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება ჩვენთვის”, - განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს.