ფეხბურთი

12:18 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კალიარიმ” მპოკუ დაიმატა

ლიეჟის “სტანდარდის” თავდამსხმელი პოლ-ჟოზე მპოკუ იტალიის სერია A-ს “კალიარის” ფეხბურთელი გახდა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 22 წლის ბელგიელი სარდინიაზე მიმდინარე სეზონის ბოლომდე, განათხოვრების წესით დარჩება. მისი დასრულების შემდეგ “კალიარის” მპოკუს კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაბადებული ფეხბურთელი ევროპაში საცხოვრებლად ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავიდა. თავიდან ის “ტოტენჰემის” საფეხბურთო აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ დიდების ფეხბურთში მისი დებიუტი ინგლისის “ლეიტონ ორიენტში” შედგა.

პოლ-ჟოზე “სტანდარდში” 2011 წელს გადავიდა და ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 90 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

0.113692