ფეხბურთი

12:05 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატრი “იუვეში” დაბრუნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ჯენოას” 30 წლის ფორვარდი ალესანდრო მატრი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. ტურინელებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას გენუურ კლუბთან და “მილანთან”, რომლის საკუთრებაშიც ამჟამად იმყოფება. იგი ტურინში სეზონის ბოლომდე დარჩება.

მატრის დამატების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა იმის შანსი, რომ ტურინს სებასტიან ჯოვინკო ნავარაუდევზე ადრე დატოვებს, ხოლო პაბლო ოსვალდოს ტრანსფერი გამოირიცხა.

ალესანდრო მატრი “იუვენტუსში” 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის ზაფხულამდე ასპარეზობდა და 83 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

მიმიდინარე სეზონში კი “ჯენოას” შემადგენლობაში ჩატარებულ 16 თამაშში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.116247