იტალიური “მილანი” გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად გუნდმა “პარმას” მცველი გაბრიელ პალეტა დაიმატა. ჯერჯერობით ფეხბურთელის ტრანსფერი “როსონერის” ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ იტალიური მედია ამას დროის საკითხად მიიჩნევს. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
პალეტას “მილანისა” და “პარმას” გუშინდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ამის მიზეზი პარმეზანელთა თავკაცმა რობერტო დონადონიმ მატჩის შემდგომ შემდეგნაირად ახსნა.
“პალეტამ იმიტომ არ ითამაშა, რომ ის გაყიდულია. თუ რომელ გუნდში, ამის დასახელება ჩემს პრეროგატივას სცდება”, - განაცხადა დონადონიმ.
28 წლის გაბრიელ პალეტამ მიდინარე სეზონში სერია A-ში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. იგი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მატია დესტროს, სალვატორე ბოკეტის, ლუკა ანტონელის და ალესიო ჩერჩის შემდგომ “მილანის” მეხუთე შენაძენია.