ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” მალაგაში “უნიკახას” ესტუმრა და 74:76 დამარცხდა, ქართველმა კალათბურთელმა კი 14:49 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკურ კლუბს 9 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 თებერვალს, შინ, “გრან კანარიასთან” ჩაატარებს.