მოსკოვის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მე-2 მარცხი განიცადა, თუმცა, ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. მანუჩარ მარკოიშვილის კლუბმა შინაურ სარბიელზე ყუბანის “ლოკომოტივთან” 76:78 წააგო.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე 15:23 წუთი გამოჩნდა და 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი სერბი მილოშ ტეოდისიჩი იყო.
წარუმატებელი დღე ჰქონდა ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდსაც”, რომელიც ტალინში “კალევთან” 76:110 განადგურდა და 14 მოგებით და 3 მარცხით მე-3 ადგილამდე დაქვეითდა.
ფაცაციამ 22:16 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ლევანმა 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
ნოვგოროდელებს 19 ქული ამერიკელმა ტრეი ტომპკინსმა ულიდერა, ესტონურმა კლუბმა კი ძირითადად იმის ხარჯზე მოიოგო, რომ 15 (!) სამქულიანი ჩააგდო.
10 მოგებით და 6 მარცხით მე-6 პოზიციაზე ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი”, რომელმაც ფინეთში “ბაიზონსს” 82:76 სძლია. ქართველი ფორვარდი ტრავმირებულია და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.