სხვა

13:49 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ადგილი თავისუფალ პროგრამაში

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული ევროპის ჩემპიონატის ელენე გედევანიშვილისთვის ძალიან წარუმატებლად დასრულდა. ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა ფინალში კი გააღწია, თუმცა, იქ ბოლო ადგილი დაიკავა.

მოკლე პროგრამის თავზე თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება 24 მონაწილემ მოიპოვა, მაგრამ ფინელი კიირა კორპი შეუძლოდ შეიქმნა და ყინულზე გასვლა ვერ მოახერხა. ჯანმრთელ სპორტსმენთაგან კი უარესი შედეგი ელენეს ჰქონდა.

მან თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ 73.68 ქულა მოაგროვა, ჯამში 122.88 ქულა მოაგროვა და 23-ე ადგილი ერგო. სამწუხაროა, თუმცა, პირველმა სამეულმა გედევანიშვილზე უკეთესი რეზულტატი მხოლოდ თავისუფალ პროგრამის წყალობით აჩვენა.

კვარცხლბეკი სრულად რუსულად დაკომლექტდა. ოქროს მედალი ელიზავეტა ტუკტამიშევამ (210.40) მოიპოვა, ვერცხლი ელენა რადიონოვას (209.54) ერგო, ხოლო ბრინჯაო – ანა პოგორილაიას (191.81).

0.12091