საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბი “ზუგდიდი” თურქეთის ქალაქ სიდეში გუშინ ჩაფრინდა და 13-დღიან შეკრება დაიწყო. გუნდი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდა და ბესიკ შეროზიამ ფეხბურთელები უკვე ავარჯიშა. ქართველმა სპეციალისტმა თურქეთში 25 ფეხბურთელი წაიყვანა, ესენი არიან:
მეკარეები: ბობღაშვილი, ივარდავა.
მცველები: აკობია, რიგვავა, პაჭკორია, ღონღაძე, მაჩაიძე, მეგრელიშვილი, ნარმანია, ახალაია.
ნახევარმცველები: ტყემალაძე, კობერიძე, ქირია, კუტალია, გუგუჩია, წურწუმია, ლომია, ფარჯიკია, ენდელაძე, სამუშია.
თავდამსხმელები: ქობალია, ეხვაია, კუკავა, ბულია, თუთბერიძე.
“ზუგდიდი” თურქეთში 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და შესაძლოა მეხუთე ტესტ-მატჩიც გამართონ. ჯერჯერობით უცნობია თუ ვის დაუპირისპირდებიან ზუგდიდელები.