ფეხბურთი

12:39 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გრანადამ” კოლუნგა დაიმატა

ინგლისური “ბრაიტონის” საკუთრებაში მყოფი ესპანელი ცენტრალური ფორვარდი ადრიან კოლუნგა ნახევარწლიანი იჯარის წესით სეზონის დარჩენილ დროს პრიმერადივიზიონის ბინადარ “გრანადაში” გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ესპანელმა “ბრაიტონის” მაისურით ჩემპიონშიფში, ლიგის და ასოციაციის თასზე ჯამში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონ ევროს შეადგენს.

“გრანადას” შემადგენლობის გაძლიერება ნამდვილად სჭირდება. გუნდი ამ დროისთვის პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე იმყოფება და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერად ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113116