საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრები, რომელიც ბელარუსში იმყოფება ტურნეზე, პირველი მოგების შემდეგ 29-33 დამარცხდა ბელარუსის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებთან.
პირველი ტაიმი ქართველებმა 20-17 მოიგეს, მაგრამ მეორე 9-16 დათმეს. ეს არ იყო ამ გუნდების პირველი შეხვედრა, ამიტომაც მცირე შედარებითი ანალიზის საშუალება გვაქვს.
2013 წლის ნოემბერში ჩვენი გოგონათა გუნდი, რომელიც ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, უკრაინის ქალაქ ბროვარიში 19-27 დამარცხდა ბელარუს თანატოლებთან, ხოლო 6 თვის შემდეგ, უკვე ბელარუსში, გროდნოს ტურნირზე სხვაობა უფრო დიდი იყო - 12-27. მინსკის იმავე გუნდთან, რომელიც ჩვენებმა გუშინ 35-33 დაამარცხეს, 2014 წლის მაისში 22-32 წავაგეთ, თან მწვრთნელ როლანდ ერაძეს აკლია რამდენიმე ტრავმირებული ხელბურთელი, მათ შორის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, გადელია.
საქართველოს ნაკრები ბელარუსში 3 თებერვლამდე დარჩება და კიდევ 3 მატჩი უნდა გამართოს. 20-22 მარტს გუნდს ქუთაისში ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაცია ელის ნორვეგიის, ჰოლანდიისა და ლიტვის წინააღმდეგ.
31 იანვარი, მინსკი
ბელარუსი (17წ) - საქართველო (17წ) 33-29
ბელარუსი: რაბჩანკა, დრიკი - იანცევიჩი 7, ტალაბუსი 6, მისლიუკი 4, ზენჩიკი 3, ჰაურილიკი 3, ელისეევა 2, ტრიზნო 2, კრაუჩანკა 1, კულეში 1, იულუშევსკაია 1, არტსომი 1, დვარნიკავა 1, კაშკევიჩი 1, მლაჟუევა - მწ. გუსევა
საქართველო: ჩაჩუა, ყაველაშვილი - ყველაშვილი 6, ღვალაძე 5, ჩოხელი 5, ჩოგოვაძე 5, გაბისონია 3, ქიტესაშვილი 3, კუნელაშვილი 2, გიორგაძე, თეთრაშვილი, ბერიძე, მიხელიძე - მწ. ერაძე, გვაზავა