იტალიის სერია A-ს ბინადარმა “პალერმომ” 22 წლის პარაგვაელი მცველი დანილო ორტისი დაიმატა. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი სიცილიის კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იასპარეზებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში მისი გამოსყიდვაც შეეძლება.
დანილო ორტისი აქამდე მშობლიური “სერო პორტენიოს” ღირსებას იცავდა. 2014 წელს მან გუნდის მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა.