იტალიური მედიის ინფორმაციით, ყაზანის “რუბინის” ხორვატი თავდამსხმელი მარკო ლივაია სეზონის დარჩენილ დროს იჯარის წესით იტალიურ “პარმაში” გაატარებს. საბა კვირკველიას და მამუკა კობახიძის 21 წლის თანაგუნდელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი გასული წლის ზაფხულში ყაზანელებმა “ატალანტადან” 6.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. მანამდე ფეხბურთელი მილანის “ინტერის”, “ჩეზენას”, “ლუგანოს” და “ჰაიდუკის” ღირსებას იცავდა.