ფრანგული მედიის ინფორმაციით, შვედეთის ეროვნული ნაკრების და “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ერთ ან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
იბრამ “სენტ ეტიენის” ნახევარმცველ რომენ ამუმის საფრანგეთის ლიგა ერთის 22-ე ტურის მატჩში ფეხში უხეშად ჩაარტყა და ყვითელი ბარათიც მიიღო. როგორც გაირკვა, საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა შვედი განზრახ უხეშობაში ამხილა, საქმეს განიხილავს და შესაძლოა დასაჯოს კიდეც.
აღნიშნული ინფორმაცია იბრაჰიმოვიჩმა შეიტყო. ფეხბურთელი სადისციპლინო კომიტეტის მსგავსი მიდგომით გაოცებულია.