ფეხბურთი

19:54 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “დორტმუნდთან” გადამწყვეტი პირველი მატჩი იქნება”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ლიდერმა ანდრეა პირლომ გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. ანდრეა მეტად საინტერესო საკითხებს შეეხო.

სკუდეტო – “ჯერ გარკვეული არაფერია. შვიდქულიანი სხვაობა არაფერს ნიშნავს, “რომა” ბოლომდე იბრძოლებს”.

“დორტმუნდი” – “პირველ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მისი შედეგიდან გამომდინარე წარიმართება მეორე საპლეიოფე მატჩი”.

ყველაზე ლამაზი გოლი – “შარშან “ნაპოლის” კარში გატანილი საჯარიმო და ამავდროულად იტალიის ნაკრების მაისურით ბრაზილიაში 2013 წელს გატანილი გოლი”.

ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული – “რა თქმა უნდა 2006 წელს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი”.

იდეალი – “რობერტო ბაჯო! –გამიმართლა, რომ მის გვერდით ვითამაშე”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061627