გოგიტა გოგუამ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” შემადგენლობაში ამიტომ არ ვარჯიშობს.
“სკა-ენერგია” შეკრებას რუსების მიერ ოკუპირებულ ყირიმში გადის და გუნდთან ერთად იმყოფებიან როგორც კახაბერ ალადაშვილი, ასევე რუსეთის მოქალაქე გუჯა რუხაია.
ხაბაროვსკელებმა ყირიმში მე-3 ამხანაგური მატჩი ადგილობრივ “სკჩფ-სევასტოპოლთან” ჩაატარეს და 1:2 დამარცხდნენ. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა “სკა-ენერგიას” სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.