ჩილეს ეროვნული ნაკრების და ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა შესაძლოა 1 თებერვალს “ასტონ ვილას” წინააღმდეგ პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში, მუხლქვედა მყესების ტრავმის გამო, მონაწილეობა ვერ მიიღოს.
როგორც არსენ ვენგერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამხრეთამერიკელის მდგომარეობა ჯერჯერობით ბოლომდე დამაიმედებელი არააა და სანჩესის თამაში მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.
მიმდინარე სეზონში 26 წლის ალექსისი პროდუქტიულად თამაშობს. “მეთოფეთა” მაისურით თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 31 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაც შეასრულა.