ფეხბურთი

15:26 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშია განზრახ ხელით თამაშს უარყოფს

ჰოლანდიის თასის 1/4-ფინალში “გრონიგენთან” 0:4 წაგების შემდეგ, არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელიც გააძევეს, განაცხადა, რომ ხელით განზრახ არ უთამაშია.

განვლილ მატჩში, მთავარმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა ქართველი ცენტრალური მცველი მას მერე გააძევა, რაც კარის ხაზზე მდგომმა კაშიამ მეტოქეს გოლი არ გაატანინა და ბურთი ხელით მოიგერია.

“გული ძალიან მწყდება, მაგრამ ეს განზრახ არ გამიკეთებია. პასუხისმგებლობას ვგრძნობ” – იუწყება ინტერნეტპორტალი soccernews.nl-ი კაშიას სიტყვებს.

ჰოლანდიის ერედივიზიონის მომდევნო ტურში “ვიტესი” სახლში ამსტერდამის “აიაქსს” შეხვდება და კაშიას თამაში სურს. მას იმედი აქვს, რომ კლუბი წითელ ბარათს გააპროტესტებს.

“თამაში ძალიან მინდა, მაგრამ ეს კლუბის გადასაწყვეტია გააპროტესტებს თუ არა. მე არ ვიცი, ეს თუ შესაძლებელია”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108234