ფეხბურთი

3:21 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ვიტესი” ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალში განადგურდა

გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის “ვიტესი” ჰოლანდიის თასს მეოთხედფინალში გამოეთიშა. არნემელები სტუმრად “გრონინგენს” გაეჯიბრნენ და 0:4 განადგურდნენ.

ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდა, რაც კაშიას წითელი ბარათი უჩვენეს. ეს 62 წუთზე მოხდა და მომდევნო 16-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა 4 გოლი შეაგდეს.

ცხადია, გურამი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ისევე, როგორც ყაზაიშვილი, თუმცა, თამაშის ბოლომდე ჩამთავრება არც მას დასცალდა – 69-ე წუთზე შეცვალეს.

“ვიტესის“ ეს მარცხი მით უფრო დასანანია, რომ გუნდს თასის მოპოვების კარგი შანსი ჰქონდა. საქმე ის გახლავთ, რომ ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდები პსვ, “აიაქსი” და “ფეინოორდი” ტურნირს გამოთიშულები არიან, ნახევარფინალში კი, “გრინინგენის” გარდა, “ზვოლე”, “ტვენტე” და “ექსელსიორი” იასპარეზებენ.

0.125518