ფეხბურთი

2:36 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" ძლიერდება: ახლა ირაკლი ძარიაც

გორის "დილამ" ირაკლი ძარია დაიმატა. უდავოდ მშვენიერი შენაძენია, რადგან ძარია საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. 27 წლის ნახევარმცველი საქართველოს სამგზის ჩემპიონია – 2011, 2013 და 2014 წლებში. ირაკლი ჯერ "ზესტაფონის", ბოლო წლებში კი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან ერთი თვის წინ დატოვა "დინამო".
შეგახსენებთ, რომ უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა "დილამ" რამდენიმე დღის წინ ლაშა გვალია და მიხეილ გორელიშვილი დაიმატა. გორელები მეორე ადგილზე არიან ჩემპიონატში, მინიმალური სხვაობით ჩამორჩებიან დინამოელებს და შემადგენლობის გაძლიერების მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებენ.
"დილა" თურქეთში ამაღამ გაემგზავრება და ძარიაც გუნდს მიჰყვება. სოსიაშვილის გუნდი თურქეთში ოთხ მატჩს ჩაატარებს: სომხეთის "შირაქთან", შვეიცარიის "იანგ ბოიზთან", უკრაინის "ჰოვერლასთან" და პოლონეთის "იაგელონიასთან".

0.108789