ლონდონის “ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელი დიეგო კოსტა 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ის თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას ვერ მოახერხებს. ამ ინფორმაციას ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს.
ინგლისის ლიგის თასზე, “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის გამართული შეხვედრის მე-12 წუთზე, კოსტამ მეტოქე ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა. ფეხბურთის ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მისი ეს ქმედება 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს. თუ ფეხბურთელი გადაწყვეტილებას 29 იანვრამდე არ გაასაჩივრებს, ის ძალაში დარჩება.